web analytics
Tuesday, July 14, 2026 LIVE NYC, NJ & CT updates
YOUR ONE-STOP
NY NEWS PORTAL
Home » ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი Crescendo International Music Competition-ის საქართველოს ეროვნულ დირექტორად დაინიშნა

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი Crescendo International Music Competition-ის საქართველოს ეროვნულ დირექტორად დაინიშნა

By Ramaz Okruashvili · 07/01/2026 · Updated 07/01/2026
New York news image - news image
ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი Crescendo International Music Competition-ის საქართველოს ეროვნულ დირექტორად დაინიშნა - news image

ქართველმა მომღერალმა ნინი შერმადინმა საერთაშორისო მუსიკალურ ასპარეზზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. იგი ოფიციალურად დაინიშნა Crescendo International Music Competition-ის საქართველოს ეროვნულ დირექტორად — თანამდებობაზე, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო მუსიკალურ საზოგადოებაში საქართველოს წარმომადგენლობა კიდევ უფრო გააძლიეროს.

ნინი შერმადინის განცხადებით, აღნიშნული დანიშვნა მისთვის მხოლოდ პირადი პროფესიული წარმატება არ არის. მისი თქმით, ეს, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობაა, საერთაშორისო სცენაზე ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო, ქართველი ახალგაზრდა ტალანტები და ქვეყნის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ Crescendo International Music Competition-ის დამფუძნებლებმა და შემოქმედებითმა გუნდმა გაიზიარეს ნინი შერმადინის ინიციატივა და კონკურსის პროგრამას ახალი მიმართულება — ეთნო მუსიკის კატეგორია — დაამატეს.

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აფართოებს კონკურსის შესაძლებლობებს და მონაწილეებს საშუალებას აძლევს საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარადგინონ არა მხოლოდ ეთნო მუსიკა, არამედ საკუთარი ქვეყნის ეროვნული კულტურის სხვადასხვა მიმართულება.

ახალი კატეგორიის ფარგლებში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელი იქნება ქართული ტრადიციული საკრავებით, ქართული ფოლკლორით, ქართული ეთნო მუსიკით, ქართული საოპერო ხელოვნებითა და სხვა ეროვნული მუსიკალური ჟანრებით. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მსოფლიო საზოგადოებამ კიდევ უფრო ახლოს გაიცნოს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურა, მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობა და ის უნიკალური იდენტობა, რომელიც ქართულ ხელოვნებას გამოარჩევს.

ნინი შერმადინის თქმით, მუსიკა კულტურებს შორის ყველაზე ძლიერი ხიდია. სწორედ ამიტომ, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება, მსოფლიოს კიდევ უფრო ფართოდ გააცნოს ქართული მუსიკა, ეროვნული ტრადიციები, ქართული საკრავების უნიკალური ჟღერადობა, ქართული საოპერო ხელოვნება და ქართველი ბავშვებისა და ახალგაზრდების განსაკუთრებული ნიჭი.

როგორც საქართველოს ეროვნული დირექტორი, იგი გეგმავს შექმნას ახალი საერთაშორისო შესაძლებლობები ქართველი შემსრულებლებისთვის, რათა მათ საკუთარი ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სცენებზე ღირსეულად წარმოადგინონ და ქართული კულტურა საერთაშორისო სივრცეში კიდევ უფრო ფართოდ გააჟღერონ.

ნინი შერმადინმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა Crescendo International Music Competition-ისდამფუძნებლებსა და მთელ შემოქმედებით გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა და საქართველოს ეროვნული დირექტორის სტატუსი მისთვის დიდი პატივია და ამ პასუხისმგებლობას იგი ქართული კულტურისა და ახალგაზრდა ტალანტების განვითარების სამსახურში ჩააყენებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დანიშვნა მხოლოდ ერთი ადამიანის პროფესიული წარმატება არ არის. ეთნო მუსიკის კატეგორიის დამატებით, ქართველ მუსიკოსებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, საერთაშორისო კონკურსზე ფართოდ წარმოაჩინონ ქართული ფოლკლორი, ტრადიციული საკრავები, ეთნო მუსიკა და ეროვნული საშემსრულებლო ხელოვნება.

ნინი შერმადინი დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მისი ხედვით, უახლოეს წლებში ქართველი მუსიკოსებისთვის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო შესაძლებლობა შეიქმნება, ხოლო ქართული მუსიკა მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე კიდევ უფრო ხშირად და ღირსეულად გაჟღერდება.

საქართველო, თავისი მრავალსაუკუნოვანი კულტურითა და მუსიკალური მემკვიდრეობით, იმსახურებს, რომ მსოფლიომ სრულად გაიცნოს მისი სილამაზე, უნიკალურობა და შემოქმედებითი ძალა.

BigNY AI Assistant
Ask about BigNY articles, events, services, or local topics.