web analytics
Wednesday, June 24, 2026 LIVE NYC, NJ & CT updates
YOUR ONE-STOP
NY NEWS PORTAL
Home » ნიუ-იორკში Test Prep Academy-ის სტუდენტთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

ნიუ-იორკში Test Prep Academy-ის სტუდენტთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

By Ramaz Okruashvili · 06/18/2026 · Updated 06/23/2026
Auto Draft - news image

2026 წლის 6 ივნისს გაიმართა Test Prep Academy-ის სტუდენტთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატებების, აკადემიური პროგრესისა და გამორჩეული მიღწევების აღნიშვნას მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული აღიარება მიენიჭათ აკადემიის იმ მოსწავლეებს, რომლებმაც სასწავლო წლის განმავლობაში გამოავლინეს აკადემიური წინსვლა, მაღალი პასუხისმგებლობა, მიზანდასახულობა და სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობა.
დაჯილდოვებულ სტუდენტებს შორის იყვნენ:

Nutsa Mazanashvili (ნუცა მაზანაშვილი),
Saba Tugushi (საბა ტუღუში),
Alexandra Mikaberidze (ალექსანდრა მიქაბერიძე),
Irakli Lomaya (ირაკლი ლომაია),
Salome Romashkina (სალომე რომაშკინა),
Nia Shubladze (ნია შუბლაძე),
Luka Zhvania (ლუკა ჟვანია),
Barbare Peradze (ბარბარე ფერაძე),
Julian Urquijo (ჯულიან ურკიხო),
Aleksandre Shengelia (ალექსანდრე შენგელია),
Emilia Karol-Bregvadze (ემილია კაროლ-ბრეგვაძე),
Irakli Somkhishvili (ირაკლი სომხიშვილი),
David Michael Maisuradze (დავით მაიკლ მაისურაძე),
Nino Getiashvili (ნინო გეთიაშვილი),
Nikoloz Kvetenadze (ნიკოლოზ კვეტენაძე),
Sandro Khetaguri (სანდრო ხეთაგური),
Batsa Aptsiauri (ბაცა აფციაური),
Sofia Gigashvili (სოფია გიგაშვილი),
Mariam Gigashvili (მარიამ გიგაშვილი),
Natalia Khvedelidze (ნატალია ხვედელიძე),
Barbare Kharebashvili (ბარბარე ხარებაშვილი),
Katherine Zakareishvili (ქეთრინ ზაქარეიშვილი),
Barbare Sheklashvili (ბარბარე შეყლაშვილი),
Ana Mamatsashvili (ანა მამაცაშვილი),
Lasha Mamatsashvili (ლაშა მამაცაშვილი),
Toma Phureliani (თომა ფურელიანი),
Lale Tarieladze (ლალე ტარიელაძე),
Mia Kenkadze (მია კენკაძე),
Marta Sauri (მართა საური),
Kathy Gabadze (ქეთი გაბაძე),
Luka Dundua (ლუკა დუნდუა),
Olivia Fashola (ოლივია ფაშოლა),
Anastasia Tataradze (ანასტასია თათარაძე),
Luka Potskhverashvili (ლუკა ფოცხვერაშვილი),
Lika Jorbenadze (ლიკა ჯორბენაძე),
Mariam Zhamutashvili (მარიამ ჟამუტაშვილი),
Zura Vasadze (ზურა ვასაძე),
Audrey Baghaturia (ოდრი ბაღათურია),
Andrew Kavtarade (ენდრიუ ქავთარაძე),
Sofia Bedoidze De Souza (სოფია ბედოიძე დე სოუზა),
Andria Bokuchava (ანდრია ბოკუჩავა),
Sophie Asanashvili (სოფი ასანაშვილი),
Anastasia Rostiashvili (ანასტასია როსტიაშვილი),
Luka Osepaishvili (ლუკა ოსეფაშვილი),
Lazare Sabanadze (ლაზარე საბანაძე),
Gabriel Sonishvili (გაბრიელ სონიშვილი),
Luka Chkadua (ლუკა ჩქადუა),
Saba Guguchia (საბა გუგუჩია),
Nicolas Khutsishvili (ნიკოლას ხუციშვილი),
Anamaria Khurtsilava (ანამარია ხურცილავა),
Emily Ercil (ემილი ერცილი),
Anastasia Guguchia (ანასტასია გუგუჩია),
Tengo Kavtaradze (თენგო ქავთარაძე),
Ana Butchvelashvili (ანა ბუჭველაშვილი),
Nana Buadze (ნანა ბუაძე).

დაჯილდოების ცერემონიას მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ ქართული და ამერიკული საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც აკადემიის ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და სტუდენტებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ:

  • დიასპორის სახლის პრეზიდენტი ინა ასანიძე;
  • ქართულ-ამერიკული პოლიტიკური ანალიტიკური ცენტრის (GAPAC) პრეზიდენტი რამაზ ოქრუაშვილი;
  • USSI-ის აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი;
  • ქართულ-ამერიკული ბიზნეს ასოციაციის (GABA) პრეზიდენტი ქეთევან გოლდი;
  • ორგანიზაცია “თვისტომის” პრეზიდენტი ნიკოლოზ ჩხეიძე;
  • Georgian Production-ის დამფუძნებლები ნინო ექსეულიძე და ბუგა ოსიძე.

ღონისძიების დასასრულს ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა საპატიო სერტიფიკატები გადასცეს Test Prep Academy-ის დამფუძნებლებს – მიხეილ შეფერდ/მეცხვარიშვილსა და გუბაზ გიორგაძეს, მათ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის, ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისა და ხარისხიანი განათლების პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად.

ღონისძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტად იქცა დემეტრე შეფერდ/მეცხვარიშვილის სახელობის სტიპენდიის გადაცემა, რომელიც განსაკუთრებული აკადემიური მიღწევებისა და სამაგალითო მოსწავლეობრივი საქმიანობისთვის გაბრიელ ფალავანდიშვილს მიენიჭა. აღნიშნული სტიპენდია მიზნად ისახავს წარმატებული და მიზანდასახული ახალგაზრდების მხარდაჭერას, მათი განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

Test Prep Academy წარმოადგენს თანამედროვე ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმას, რომლის მისიაა მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო მხარდაჭერის უზრუნველყოფა. აკადემია ემსახურება დაწყებითი, საშუალო და უფროსი საფეხურის მოსწავლეებს (K–12) და მათ სთავაზობს როგორც სასკოლო საგნებში გაძლიერებულ მომზადებას, ასევე Advanced Placement (AP) პროგრამების კურსებს.

აკადემიის სასწავლო მოდელი ორიენტირებულია აკადემიური ცოდნის გაღრმავებაზე, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე, ლიდერული უნარების ჩამოყალიბებასა და მოსწავლეების წარმატებულ მომზადებაზე უმაღლესი განათლების მომავალი ეტაპებისთვის.

Test Prep Academy-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხარისხიანი განათლება, მიზანმიმართული შრომა და პროფესიონალური მიდგომა ახალგაზრდების წარმატებული მომავლის ფორმირების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

BigNY AI Assistant
Ask about BigNY articles, events, services, or local topics.