
2026 წლის 28 ივნისს თბილისში დაფუძნდა ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო“, რომლის თავმჯდომარედაც არჩეულ იქნა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელი, ბატონი ვიქტორ ყიფიანი.
როგორც პარტიის ხელმძღვანელობა აცხადებს, პარტიის დაარსება არის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკვეთა, ქართული პოლიტიკური აზრის გადაწყობისა და ქვეყნის განვითარებისათვის სასარგებლო, აუცილებელი ცვლილებების განსახორციელებლად. ვიქტორ ყიფიანის თქმით, პარტია ღიაა ყველასთან ურთიერთობისთვის და იგი წარმოადგენს ძალიან ღია, გუნდურ პოლიტიკურ სტარტაპს. „ჯერ საქართველო“ კი წარმოადგენს ახალ ხელწერას ქართულ პოლიტიკაში.
თუ კომპლექსურად გავაანალიზებთ ამ მოვლენას, დიდი ალბათობით, ახალი პოლიტიკური ძალა, შესაძლოა, უკვე ახლო მომავალში გახდეს სერიოზული, ანგარიშგასაწევი ძალა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში.

