web analytics
Tuesday, July 14, 2026 LIVE NYC, NJ & CT updates
YOUR ONE-STOP
NY NEWS PORTAL
Home » ახალი ძალა პოლიტიკურ ასპარეზზე — დაფუძნდა პარტია „ჯერ საქართველო“

ახალი ძალა პოლიტიკურ ასპარეზზე — დაფუძნდა პარტია „ჯერ საქართველო“

By Ramaz Okruashvili · 07/04/2026 · Updated 07/04/2026
att.yVkFa6ucog7uY67BN9sVul35SvoGkRrV_N-1jyW-vko
New York news image - news image
New York news image — related image image.

2026 წლის 28 ივნისს თბილისში დაფუძნდა ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო“, რომლის თავმჯდომარედაც არჩეულ იქნა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელი, ბატონი ვიქტორ ყიფიანი.

როგორც პარტიის ხელმძღვანელობა აცხადებს, პარტიის დაარსება არის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკვეთა, ქართული პოლიტიკური აზრის გადაწყობისა და ქვეყნის განვითარებისათვის სასარგებლო, აუცილებელი ცვლილებების განსახორციელებლად. ვიქტორ ყიფიანის თქმით, პარტია ღიაა ყველასთან ურთიერთობისთვის და იგი წარმოადგენს ძალიან ღია, გუნდურ პოლიტიკურ სტარტაპს. „ჯერ საქართველო“ კი წარმოადგენს ახალ ხელწერას ქართულ პოლიტიკაში.

თუ კომპლექსურად გავაანალიზებთ ამ მოვლენას, დიდი ალბათობით, ახალი პოლიტიკური ძალა, შესაძლოა, უკვე ახლო მომავალში გახდეს სერიოზული, ანგარიშგასაწევი ძალა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში.

BigNY AI Assistant
Ask about BigNY articles, events, services, or local topics.