web analytics
Wednesday, June 24, 2026 LIVE NYC, NJ & CT updates
YOUR ONE-STOP
NY NEWS PORTAL
Home » „ზღაპრიდან ზღაპრამდე“ — ანსამბლ „იბერიას“ ზღაპრული საღამო ნიუ-იორკში

„ზღაპრიდან ზღაპრამდე“ — ანსამბლ „იბერიას“ ზღაპრული საღამო ნიუ-იორკში

By Ramaz Okruashvili · 06/19/2026 · Updated 06/19/2026
New York news image - news image

13 ივნისს, პირველი ქართული კულტურის ცენტრის Dancing Crane Company-ის ბაზაზე არსებული ბავშვთა ვოკალური ანსამბლი „იბერია“ (IBERIA) ნიუ-იორკის The Mark O’Donnell Theater at the Entertainment Community Fund Arts Center-ში სტუმრებს განსაკუთრებული კონცერტით უმასპინძლდა.

წლევანდელი კონცერტის თემა იყო „ზღაპრიდან ზღაპრამდე“. დისნეის მულტფილმებისა და ქართული ზღაპრების გმირები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ზღაპრულ სამყაროში, ხოლო ამ სამყაროს პერსონაჟებს ჩვენი პატარა მომღერლები აცოცხლებდნენ.

ანსამბლი „იბერია“ ნიუ-იორკში უკვე 5 წლისაა, თუმცა მისი ისტორია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. ანსამბლი 90-იან წლებში შეიქმნა და არაერთი თაობა აღზარდა. მის აღსაზრდელთა შორის იყვნენ ისეთი ცნობილი მომღერლები, როგორებიც არიან ია ჩანტლაძე, დიანა ღურწკაია და სხვები.

„იბერიას“ წლების განმავლობაში დაგროვილი აქვს მრავალი ჯილდო და გამარჯვება როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ფესტივალებზე. დღეს ანსამბლი საქმიანობას აგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ-იორკში.

ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ეკა ჩიჩუა-პროფესიონალი მუსიკოსი, საკომპოზიციო და ვოკალური მიმართულების სპეციალისტი, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი და ბავშვთა ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლ „ნერგების“ წევრი.

IBERIA2025 მხოლოდ ვოკალური სტუდია არ არის-ეს არის პატარა საქართველო, სადაც ბავშვები მუსიკის საშუალებით ინარჩუნებენ მშობლიურ ენას, კულტურასა და ტრადიციებს.

IBERIA2025-ის მთავარი მიზანია, რომ ემიგრაციაში დაბადებულმა და გაზრდილმა ბავშვებმა არ დაკარგონ კავშირი ქართულ კულტურასთან. სტუდიის საქმიანობა მხოლოდ მუსიკას არ ემსახურება-ისინი ზრდიან თაობას, რომელსაც ახსოვს თავისი ეროვნული იდენტობა, უყვარს საქართველო და ამ სიყვარულს სიმღერით გამოხატავს.

BigNY AI Assistant
Ask about BigNY articles, events, services, or local topics.